„მიეცით ცხოვრებას ხალისი“
2014 წლის 16 მაისს 92 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ლანჩავა) წარადგინა პროექტი „მიეცით ცხოვრებას ხალისი“. ქუთაისმა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდა
, რომელთა წარმატებებმა გაამდიდრა ჩვენი ქვეყნის ისტორია თავის მიღწევებით, მათ შორის იყვნენ ჩვენი სტუმრები: ქართველი ძიუდოისტი , ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი , ირაკლი ცირეკიძე; ცნობილი ფეხბურთელი , ამჟამად, „ტორბედოს“ ხელმძღვანელი და უპროსი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი; ცნობილი ნიჩბოსანი , წლების მანძილზე რესპუბლიკური და საკავშირო ტურნირებზე წარმატებით მოასპარეზე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ჯიბილო გოგლიჩიძე; ქუთაისის საკალათბურთო სკოლის წარმომადგენელი შოთა ჯავახიშვილი; სპორტული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ბატონი ზურაბ ჯავახაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის განათლების სპეციალისტები სოფო ჯიმშელეიშვილი და გიგა ცაბაძე, საზოგადოება „ქუთაისელი“-ის თავმჯდომარე მწერალი თ.ლანჩავა; სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. 92 კლასის მოსწავლებმა ვრცლად ისაუბრეს მოწვეული სტუმრების დამსახურებაზე მათ ღვაწლსა და ამაგზე ასე რომ ამდიდრებს ქართული სპორტის წარსულსა და დღვენადელობას. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორმა ოთას ჭუმბურიძემ დიდი მადლობა გადაუხადა სკოლის ხელმძღვანელს (დირექტორი ირინე ჯგერენაია ) ამ საინტერესო ღონისძიებისათვის . მწერალმა თ.ლანჩავამ აღნიშნა, რომ სკოლა უთუოდ დიდ საქმეს აკეთებს როცა ცდილობს ახალგაზრდობას ჩაუნერგოს წარსულის სიყვარული და პატივისცემა იმ ადამიანებისა რომლებმაჩ საინტერესო ფურცლები ჩაწერეს ქვეყნის ისტორიაში. სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ სტუმრებს გაცნო სამომავლო გეგმები ისაუბრა იმ წარმატებებზე რასაც სკოლა წლების განმავლობაში აღწევს.