,,ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები’
პროექტის დასკვნითი კონფერენცია
10 თებერვალს, მასწავლებლის სახლში, გაიმართა პროექტის „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ დასკვნითი კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, პედაგოგები თეა ქუთათელაძე, ნინო ჯანელიძე.პროექტში ჩართულმა ფიზიკის სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა თეა ქუთათელაძემკონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ქართული გამოცდილება და წარმოადგინა პრეზენტაცია
პრიექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4 ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. თრენინგებდი მოიცავდა შემდეგ თემებს: „აქტიური სწავლება“; „შემოწმედებითობა განათლებაში“; „ინოვაციური განათლების საშუალებები“ და „დებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.
შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორკშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
მონაწილეებს კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორკშოპს.
ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს, როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობაზე და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტიანად გამოყენებაზე; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაში“ და „ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს “.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“
ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.