შემაჯამებელი გაკვეთილი
2013 წლის 30 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III3 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმცოდნეობის შემაჯამებელ გაკვეთილზე საკუთარი ცოცხალი რესურსი წარმოადგინეს
კერძოდ: ლობიოსა და ხორბლის ნათესები, რომელთაც თან დაურთეს ნათესის ზრდაზე დაკვირვების ცხრილი, ასევე თუთიყუშები და თევზები. აქტივობის მიზანი იყო ცოცხალი ორგანიზმების ზრდაზე, მოძრაობასა და სუნთქვაზე დაკვირვება. მოსწავლეებმა აღწერეს, როგორ იცვლებოდა მცენარე ზრდის პროცესში, საკუთარი თვალით იხილეს როგორ მოძრაობენ თევზები ფარფლების საშუალებით, როგორ მორიგეობით იხსნება და იხურება მათი პირი და ლაყუჩები სუნთქვის დროს. ბოლოს, საგულდაგულოდ დაკეტილ ოთახში გალიიდან ერთი თუთიყუში გამოუშვეს “კოკიმ” ლაღად გაინავარდა და თვალი მიადევნეს მისი ფრთების მოძრაობას. ამის შემდეგ გააკეთეს ამავე თემაზე მოპოვებული საინტერესო ინფორმაციების პრეზენტაციები. გაკვეთილმა საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა. “სტუმრები” მთელი დღის განმავლობაში დარჩნენ საკლასო ოთახში, თავს უცხორ არ გრძნობდნენ და მხიარული ჭიკჭიკით ეხმაურებოდნენ პატარა მასპინძლებს.(პედაგოგი თამილა სვანაძე)