პროექტ-გაკვეთილი
2013 წლის 30 მაისს VI3 კლასში (დამრიგებელი: შორენა ხურციძე) ჩატარდა პროექტ- გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით
(ქართული ენის პედაგოგი: ნანა ხაჭაპურიძე).თემა: საინფორმაციო ტექსტის მიხედვით მხატვრული ტექსტის შექმნა.
ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს მხატვრული ტექსტების შექმნა. გამოამჟღავნეს შემოქმედებითი აზროვნების უნარი. წარმატებით შეძლეს ნამუშევრების პრეზენტაცია. ერთ-ერთმა მოსწავლემ (გიორგი ფხაკაძ) წაიკითხა საკუთარი ლექსი, რომელიც შექმნა ისტორიული ინფორმაციის მიხედვით.
სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ და პედაგოგებმა: მაყვალა ანანოვმა, ნარგიზა მებურიშვილმა, მანანა სოხაძემ და სხვებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი პროექტ-გაკვეთილი.