ექსკურსია-ღონისძიება
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოეწყო მიზნობრივი ექსკურსია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ–მუზეუმში (ოზურქეთის რ–ნი, სოფ. ლიხაური), რომელიც ითვალისწინებდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისადმი მიძღვნილ კონკურსისათვის მასალების მოძიებას.
რომლის უმთავრესი მიზანიც არის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია.კონკურსატებმა აიღეს ინტერვიუები სოფელ ლიხაურის მკვიდრთან, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ–მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელთან ქალბატონ მაია გოგორიკიძესთან, მოინახულეს უშაუალოდ ის კარ–მიდამო, სადაც დაიბადა და გაიზარდა დიდი ქართველი მეცნიერი.გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ კონკურსატთა რამოდენიმე ჯგუფი VIII-2, VIII-3, X-1, X-2, X-3 კლასის მოსწავლეები და ხელოვნების მასწავლებელი ნათია მარუაშვილი.