ტრენინგი “ინკლუზიურ განათლებაში”
2012 წლის 17 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ტრენინგი “ინკლუზიურ განათლებაში”.
ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ტრენინგებს ესწრება სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ორმოცი პედაგოგი. ტრენინგებს უძღვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები: ირინე აბდალაძე და ქეთევან ჟვანია