მადლობის სიგელი
2012 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი შეხვდა სკოლის საუკეთესო მოსწავლეების საუკეთესო მშობლებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მშობლების როლზე და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე სასკოლო ცხოვრებაში. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით ორასი მშობელი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდა მადლობის სიგელით “საუკეთესო შვილის აღზრდისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას ყოველი წლის 31 ოქტომბერს გამოვლინდეს აქტიური მშობლები.