ინტეგრირებული გაკვეთილი
2012 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი (ისტორია-მათემატიკა) თემაზე: ,,ქრონოლოგია, ერა და მისი სახეები“.
შემოწმებული იქნა საშინაო დავალება, პრეზენტაცია გაკეთდა მე-10 კლასის მოსწავლის მონიკა რამინაშვილის მიერ. ისტორიისა და მათემატიკის მასწავლებლებმა (ხ.ჩხეტიანი და ლ.ბარბაქაძე) ჩაატარეს მინი – ლექცია თემის ირგვლივ. გაიმართა ჯგუფური მუშაობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზურაბ ურუშაძე, ანა გონგაძე, ანა ქორიძე. ასევე თავიანთი მხატვრული მონაცემები დააფიქსირეს მარიამ ხეცაძემ და დავით გორგიძემ, განსაკუთრებით იმუშავა დამკვირვებელთა ჯგუფმა, დამკვირებელმა ივერი გაბუნიამ და ალიკა სირაძემ ისაუბრეს მიღწეული შედეგების შესახებ. აღნიშნეს დადებითი მხარეები, ასევე ხარვეზებიც, რომლებიც ჯგუფში მუშაობის დროს დაფიქსირდა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები.