“Talking Culture” მოსწავლეთა საერთაშორისო პროექტი
2012 წლის 2 ოქტომბრიდან ბრიტანეთის საბჭო , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისისა და ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს,
ინგლისური სწავლების წამახალისებელ საერთაშორისო პროექტს “Talking Culture“ 13-16 წლის მოსწავლეთათვის. რამდენიმე ქვეყნის მოსწავლეთა თანამსრომლობით აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და სხვადსხვა ქვეყნის კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. პროექტი გრძელდება 20 კვირის განმავლობაში. პროექტში მონაწილე მასწავლებელთათვის შექმნილია კულტურათაშორისი დიალოგის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ათ ძირითად თემას, თითოეულ თემაზე შექმნილია სპეციალური აქტივობები, რომლის შედეგად პროექტის მონაწილეები ქმნიან ნამუშევრებს Wiki-ზე, ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს თავიანთ თანატოლებს გაუზიარონ მოსაზრებები სხვადსხვა კულტურის შესახებ.ქ.თბილისისა და ქ.ქუთაისის შერჩეულ ათ საჯარო სკოლაში მეცადინეობები ჩატარდება დამატებითი კლასგარეშე აქტივობების სახით, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და პრიზები.
პროექტ “Talking Culture“ ჩართულია შემდეგი სკოლები:
ქუთაისი – #17 საჯარო სკოლა
ქუთაისი – #37 საჯარო სკოლა
ქუთაისი – #2 საჯარო სკოლა
ქუთაისი – #3 საჯარო სკოლა
ქუთაისი – #12 საჯარო სკოლა
თბილისი – I კლასიკური გიმნაზია
თბილისი – #51 საჯარო სკოლა
თბილისი – #24 საჯარო სკოლა
თბილისი – #182 საჯარო სკოლა
თბილისი – #165 საჯარო სკოლა