ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში
2012 წლის 27 აპრილს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ირმა ფხაკაძე), მოაწყვეს შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. პატარები მოიხიბლნენ მუზეუმში წარმოდგენილი საგანძურით. ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დიდი შთაბეჭდილებებით დატოვეს მუზეუმი.