“ქუთაისო ჩემო“
2012 წლის 4 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ უქიმერონის გორაზე, სადაც მდებარეობს საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრევები.
ბაგრატის ტაძრის ისტორიულ და მხატვრულ მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ ადგილზე შუა საუკუნეების ქართულ ისტორიაში და ხელოვნებაში მოსწავლეებს ესაუბრა 8 კლასის ხელმძრვანელი და ისტორიის პედაგოგი სოსო ცქიფურიშვილი. მოსწალემ ქრისტინე სირბილაძემ უამბო თანაკლასელებს ტაძრის პროპორციების დახვეწილობაზე, დეკორის მრავალფეროვნებაზე და კონსტრუქციული სიმსუბუქეზე, ამავე დროს ლიკა კოკაია სინქრონულად თარგმნიდა გიდის საუბარს ინგლისურ ენაზე (პედაგოგი ე.ბრეგვაძე). მოსწავლეებმა: ა.ხელაძემ, მ.ცქიტიშვილმა, თ.ჩაკვეტაძემ, თ.მეტონიძემ, მ.ფოცხვერაშვილმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ბაგრატის ტაძრის შესახებ. ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა პლენერი: მოსწავლეებმა ს.გელაძემ და თ.ჩაკვეტაძემ დახატეს ბაგრატის ტაძარი. დასრულდა ღონისძიება სიმღერების “ქუთაისო ჩემო“ და „გულმა შენთან დაიბუდა“ შესრულებით დ.ჩხეიძეს, გ.ხოშტარიას, ა.ხვადაგიანის, ზ.ზივზივაძეს, დ. კვიმსაძეს მიერ.