2012 წლის 3 მარტიდან – 30 მარტის ჩათვლით, II კლასში (მასწავლებელი ნინო გერაძე) განხორციელდა პროექტი “თოჯინები იცინიან”.
მიზანი: ფანტაზიის, სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობის, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენების პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

აღნიშნული პროექტი დაიწყო რამდენიმე სამუშაო ეტაპად:
I ეტაპი – თოჯინების თეატრის სპექტაკლის შესწავლა.
II – III ეტაპი – თოჯინების თეატრში სტუმრობა. სპექტაკლ ”წითელქუდას” ნახვა და განხილვა.
IV ეტაპი – სამუშაო მასალის მოგროვება
V ეტაპი – მშობელთა ჩართულობით მოსწავლეთა მიერ ხელით ნაკეთი თოჯინების დამზადება.
VI ეტაპი – საკლასო ოთახში მინი სცენის მოწყობა თეჯირით, დეკორაციებით.
VII ეტაპი – შექმნილი პერსონაჟების მონაწილეობით ზღაპრის შეთხზვა და ინსცენირება.
VIII ეტაპი – პროექტის პრეზენტაცია, ნამუშევრების გამოფენა.

აღნიშნული პროექტით მოსწავლეები დაეუფლნენ და განუვითარდათ ფანტაზიის, ხელის მოტორიკის, მეტყველების, თეატრში ქცევის წესების, მოსმენის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.