27.01.2012
რგანიზაცია PH International-მა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით დაიწყო ახალი საპილოტე პროგრამის – ”ინგლისური ენა სამოქალაქო განატლების გამოყენებით” განხორციელება საქართველოს 100 საჯარო სკოლაში. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლებისა და შესწავლის გაუმჯობესებას.
პროგრამაში ჩართულია ქუთაისის #17 სკოლის მოსწავლეები და ინგლისური ენის პედაგოგები ზ.მუშკუდიანი და თ.ბარდაველიძე.პროგრამის მონაწილე მასწავლებლები გაამდიდრებენ თავიანთ გაკვეთილებს მულტიმედიის საშუალებების გამოყენებით. პროგრამა ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან -საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.