“Circus Stars”
27 ოქტომბერს ინგლისური ენის პედაგოგი თ.ბარდაველიძე იმყოფებოდა ბრიტანეთის საებჭოში, სადაც გაიმართა ბავშვთა კითხვის წამახალისებელი ბრიტანული პროექტის პრეზენტაცია “Circus Stars”, რომელიც საქართველოში ბრიტანეთის საბჭომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესთავაზა ბავშვებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია 12 სკოლა 6 თბილისისა და 6 რეგიონის. იმერეთის რეგიონს წარმოადგენს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლა. პროექტის მიზნებია: ქართველი ბავშვების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება, კითხვის კულტურის მოტივაციის ამაღლება, მშობელთა ჩართულობის მოტივაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეობბს 8-10, 11-12 წლის ბავშვები.გამარჯვების კრიტერიუმებია:
1) წაკითხული წიგნების რაოდენობა
2)მშობელთა ჩართულობა
3)სასკოლო ღონისძიებების ეფექტურობა
4)წიგნების კუთხე
პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებული სკოლების საზეიმო დაჯილდოვება.
გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა ბრიტანეთის საბჭოს საბავშვო წიგნების კოლექცია. გამოვლინდება ლიდერი მკითხველები.
პროექტზე მუშაობა დაიწყება 9 იანვარს და გაგრძელდება 29 იანვრამდე.
პროექტში №17 საჯარო სკოლიდან ჩართულია ორი ინგლისური ენის პედაგოგი: თ.ბარდაველიძე და ზ.მუშკუდიანი.