პროექტი “№33-კარცერი ლუქსი”
2011 წლის 14 ივნისს №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “გ.ჩოხელი მრავალმხრივი შემოქმედი” (პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ხაჭაპურიძე).
წარდგენილი იყო: მხ.ფილმი “ლუკას სახარება”
1)გ.ჩოხელის ბიოგრაფია
2)მოგონებები მწერალსა და რეჟისორზე
3)ლექსი “ნასახლარი” – ანალიზი
4)ანალიზი შემდეგი მოთხრობებისა:
“მართა”(ნ.ცხადაძე); “საქორწილო მტრედი”(ა.გაბუნია); “ლუკას სახარება” (თ.წერეთელი); “ვარდისფერი კაცი” (მ.ხვადაგიანი); “ცასწავლა”(თ.ადეიშვილი); “თეთრჩოხიანი და შავჩოხიანი” (ა.გორდაძე); “შუღლიანი გივი” (ი.კლდიაშვილი); “უფლის ჩიტა” (მ.ფურცხვანიძე); “ნასახლარი” (მ.მარუაშვილი).
მოგონებები მწერლალსა და რეჟისორზე
1)მ.ფურცხვანიძე
2)გ.თუთაშვილი
3)მ.ხვადაგიანი
4)ი.კლდიაშვილი
5)ნ.ცხადაძე
6)ლ.შავრაშიძე
7)ა.გაბუნია
ილუსტრაციები გ.ჩოხელის მოთხრობებზე ა.გაბუნია.
პრობლემა – თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებში არის მკითხველთა ნაკლებობა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ კომპიუტერს.
მიზანი – ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაცია. მხატვრული ლიტერატურის გასაცნობად განწყობის შექმნა.
პრობლემის დაძლევის გზები – 2011-12 სასწავლო წელს №33 აუდიტორიაში მუშაობს დაიწყებს “კარცერი ლუქსი”.
“კარცერ ლუქსში” მუშაობის გეგმა:
1) კვირაში 1 დღე დარჩენა გაკვეთილების შემდეგ
2)კოლექტიური კითხვისათვის ავტორის და ნაწარმოების შერჩევა, ქართული თუ საზღვარგარეთის მხატვრული ლიტერატურის გაცნობის მიზნით
3) წაკითხვის შემდეგ დისკუსიის მოწყობა
4)წელიწადში 2 ჯერ კონფერენციის ჩატარება (ე.წ. ანგარიში სკოლის წინაშე)
მოსალოდნელი შედეგები:
1)ახალგაზრდები დაინტერესდებიან მხატვრული ლიტერატურით
2)გაუჩნდებათ იმის სურვილი, რომ წაიკითხონ რაც შეიძლება მეტი წიგნი
3)ჩამოუყალიბდებათ მკითხველის გემოვნება
4)შეიყვარებენ წიგნს
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დაიწყო კონფერენციით, რომელზეც წარმოდგენილი იყო თემა: “გ.ჩოხელი-მრავალმხრივი შემოქმედი”.
მოსწავლეებმა მოიძიეს გ.ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფოტო და ვიდეომასალა. გაეცვნენ მის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს:
მწერლის ცხოვრების ამსახველი ფოტოები. ნახეს ფილმი “ლუკას სახარება” და გაანალიზეს გ.ჩოხელის ის მოთხრობები, რომლებიც თავიანთი შეხედულებების მიხედვით შეარჩიეს.
მოსწავლეთა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა აუდიტორიის წინაშე. განსაკუთრებით მოეწონათ პედაგოგებს მერვეკლასელთა ინიციატივა “კარცერი ლუქსი” დაარსების შესახებ და გამოთქვეს სურვილი, რომ სხვა მოსწავლეებიც ჩართულიყვნენ ამ პროცესში.
მოსწავლეებს მიეცათ საზაფხულო დავალებად წაკითხვა და ანალიზი გ.დოჩანაშვილის მოთხრობისა “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და გ.ჩოხელის რომანისა “ადამიანთა სევდა”.
აღნიშნული ნაწარმოებების შესახებ დისკუსიას ჩაატარებენ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში.
VII” კლასის დამრიგებელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნანა ხაჭაპურიძე