ინტეგრირებული გაკვეთილი
2011 წლის 6 მაისს V-1 და V-3 კლასებში სააქტო დარბაზში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში (ინგლისური ენის პედაგოგი თეა ბარდაველიძე, ამერიკელი პედაგოგი ბრაიან პატსი და ხელოვნების პედაგოგი ციური კრავიშვილი).
თემა: “ლეგენდები საქართველოზე” – “ოქროს საწმისი”.
გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა იმსჯელეს და გამართეს დისკუსია ლეგენდებზე, ოქროს საწმისზე, მედეაზე, იასონსა და მეფე აიეტზე.
გაკვეთილზე შესრულდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფური, წყვილური და ინდივიდუალური აქტივობები. პატარა ჟურნალისტებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს ლეგენდების შესახებ.
გაკვეთილის ბოლოს შესრულდა აქტივობა “ინტერაქციული სპექტაკლი”. ლეგენდა “ოქროს საწმისის” პანტომიმური ინსცენირება წარმოდგენილი იქნა V-1 კლასის მიერ, რომლის შჳნაარსი ინგლისურ ენაზე გაახმოვანეს V-3 კლასის მოსწავლეებმა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოენათა კათედრა:
პროფესორი – ეკა თოფურია
პროფესორი – სოფიო ყიფიანი
ლექტორი – თამარ აბესაძე
მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი, ამერიკელი მეთოდისტი, ტრენერი ბენჯამინ პილიგრიმი.
23-ე სკოლის პედაგოგი – ნინო თორთლაძე
№17 საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლები, ინგლისური ენის პედაგოგები და მშობლები.