[ad_1]

2014 წლის 4 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ახალგაზრდა ამღომჩენთა კლუბმა “ევრიკამ” მონაწილეობა მიიღო ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში რომელსაც ხელმძღანელობდა სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლები: დარეჯან გურეშიძე, მანანა ძიგვაშვილი, ნატო კუპრავა, ლეილა ბარბაქაძე, გიორგი საკანდელიძე, ამერიკელი მოხალისე სკოლის მეგობარი ჯონ თომას ამატო. სამეცნიერო პიკნიკის პირველ Science Slam-ის ერთერთი მონაწილე გახლდათ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ მხეცაძე.  Science Slam  არის შეჯიბრი რომელშიც რამოდენიმე წარმომადგენელი ირჩევს მისთვის საინტერესო სამეცნიერო თემას და აკეთებს საჯარო პრეზენტაციას. სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი.

[ad_2]