"ფერთა ჯადოსნური სივრცის გალერეა"
[ad_1]
2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 15 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი (ხელოვნება, ბუნება, მუსიკა) თემაზე:
“ფერთა ჯადოსნური სივრცის გალერეა”. კლასის ხელმძღვანელი ციური კრავიშვილი, მუსიკის მასწავლებელი ეკა მეძმარიაშვილი.
გაკვეთილის მიზანი: ბუნებაში არსებული ფერების კავშირი ხელოვნებასთან. ძირითადი და შედგენილი ფერების გარჩევის უნარის გამოვლენა. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, დირექტორის პირველი მოადგილე ვიტალი პატარიძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
[ad_2]