“მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს!…”
2009 წლის 28 ნოემბერს გაიმართა პროექტის “მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს!…” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები, საბრძოლო დიდების მუზეუმის მეცნიერ მუშაკი მურმან დემეტრაძე, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
გაიმართა გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსნა ფოტო-სტენდი “ჭაბუკები დარჩნენ მარად”. ღონისძიებაზე სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ ქუთაისელ გმირთა ოჯახის წევრები. დამყარდა ურთიერთობები მოსწავლეებსა და დაღუპულ ოჯახის წევრებს შორის, გადაირეს სამახსოვრო ფოტოები, ეს ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.