15/05/2009
2009 წლის 15 მაისს VI2 კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ინგლისურ ენაში, მასწავლებელი ქრისტინე მარკოიძე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ: ნ.ხურციძე, მ.ნაცვლიშვილი, მ.ბარქაია, ნ.კენჭაძე, ე.ბრეგაძე და მოხალისე მასწავლებელი ხ.ლაბაძე.
მიზანი: მოსწავლე მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში (speaking)
თემა: What do you usually wear?
I აქტივობა – მოტივაცია (3წთ.).
II აქტივობა – მოსწავლეები ახასიათებენ სეზონებს, საუბრობენ პრაქტიკაში არსებულ ამინდის ცვალებადობაზე (5წთ.)
III აქტივობა – წინასწარ მომზადებულ პლაკატზე, რომელიც დაფაზეა გაკრული, მოსწავლეები კატეგორიების მიხედვით აჯგუფებენ კარგ და ცუდ ამინდს. (5წთ.).
IV აქტივობა – მოსწავლეებს ვურიგებ ფერად ფურცლებს, სადაც მოცემულია სავარჯიშო (4წთ.).
V აქტივობა – მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც მოცემულ ნახატებს უნდა მოუძებნონ სწორი განმარტება (3წთ.).
VI აქტივობა – დაფაზე ვწერ სიტყვას Clothes და გონებრივი იერიშის მეთოდით მკარნახობენ იმ ტანსაცმელთა დასახელებას, რომელიც მათ იციან ინგლისურად. მე კი ამ სიტყვებს ვწერ დაფაზე სიტყვა Clothes-ის გარშემო. შემდეგ წინასწარ დაფაზე გაკრულ პლაკატზე, რომელზეც ტანსაცმელი ხატია, ისევ ვამეორებინებ ბავშვებს სიტყვებს (8წთ.).
VII აქტივობა – დაფაზე გაკრულ პლაკატზე მოსწავლეები აღნიშნავენ, თუ როგორ აცვიათ ამინდის ცვალებადობასტან დაკავშირებით წელიწადის დროების მიხედვით (6წთ.).
VIII აქტივობა – გამომყავს დაფასთან გოგო-ბიჭი და მოსწავლეები ახასიათებენ მათ ჩაცმულობას (4წთ.).
შეფასება: (4წთ.).
საშინაო დავალება (3წთ.).