პროექტი „მე მკითხველი ვარ“
2024 წლის 6 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-4 (3) კლასის (დამრიგებელი: თინათინ მილორავა) მოსწავლეები პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
პროექტის პერიოდში გასული სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა მოინახულეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, შემდეგ წაიკითხეს აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლი.“ ასევე, საგანში „მე და საზოგადოება“ მათ დაამუშავეს მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების შესახებ ინფორმაციები, რის შემდეგაც მოინახულეს საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც მილიონამდე წიგნს ინახავს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა, გაეცნენ ბიბლიოთეკის განყოფილებების და მათი საქმიანობის სპეციფიკას. აღსაზრდელების კითხვებს დაუღალავად პასუხობდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლები. შემდეგ კი წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაციები წაკითხული წიგნის შესახებ.
პროექტი „მე მკითხველი ვარ“ გრძელდება, ბიბლიოთეკა კი შეუცვლელია