ტრენინგ კურსის „პროექტის მართვის მოდული“ სერტიფიკატების გადაცემა
2024 წლის 3 ოქტომბერს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს, არჩევითი საგნის “მეწარმეობის საფუძვლები”-ს ფარგლებში, პედაგოგ მედეა ლომინაშვილი-ფრუიძის მიერ ჩაუტარდათ ტრენინგი „პროექტის მართვის მოდული“-ში. პროექტის მენეჯმენტის შესახებ ციფრული ელექტრონული სწავლების მოდული ინიცირებული და ორგანიზებულია პროექტის მართვის ინსტიტუტის განათლების ფონდის (PMIEF) და JA Europe-ის მიერ, ხოლო Junior Achievement Georgia PMI Tbilisi, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლიდან წარმატებით ახორციელებს მოდულის „მეწარმეობის საფუძვლების“ ტრენინგებს. ტრენინგში აქტიურად ჩართულ მოსწავლეებს, გადაეცათ სერტიფიკატები, რომელიც 125 ქვეყანაშია აღიარებული.
ტრენინგის თემატიკა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თანდათან გაეცნონ პროექტის მართვის პროცესს, უნარებსა და კონცეფციებს, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ მოსწავლეთა კომპანიის საქმიანობაში ან ნებისმიერ მომავალში დაინიცირებულ პროექტში.