სტუმრად გალერეაში
ცნობილია, რომ ხელოვანის შემოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი მშობლიური კუთხე, ის გარემო, რომელშიც მან ბავშვობა და სიჭაბუკე გაატარა. მხატვარი , რომლის გალერეასაც ჩვენ მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრეთ ქუთაისში, არის დავით კაკაბაძე. დავით კაკაბაძე თავისი სიცოცხლის განმავლობაში ქმნიდა საკუთარი კუთხის,იმერეთის პეიზაჟებს და ამით წარმოაჩენდა საკუთარ დამოკიდებულებას მშობლიური გარემოს მიმართ. მოსწავლეებმა გალერეაში წარმოადგინეს პრეზენტაციები, გაიხსენეს მხატვრის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები და კიდევ ერთხელ ვეზიარეთ მის მხატვრულ შემოქმედებას. პროექტის ხელმძღვანელი ნათია მარუაშვილი. კლასი : მე-10/1 დამრიგებელი: ბელა გელხვიიძე.