პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი N17 საჯარო სკოლაში
2024 წლის 8 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანის N15 ლიცეუმის მასწავლებლები და მოსწავლეები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს. პროგრამის ინიციატორმა ბატონმა გიორგი ოსაძემ აღნიშნა გაცვლითი პროგრამის დადებითი მხარეები და ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე. უცხო ენების კათედრამ განიხილა სასწავლო პროცესის გამოწვევები და მისი მდგრადობამ, მათი ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ლოკაციებზე მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს შესაბამისი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე. სახალისო იყო სკოლის მეგობრის, ინტელექტუალი ბუკას შეხვედრა საზოგადოებასთან. მე-10 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგის თეა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია წარმატებული სკოლის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე. მოწვეულმა სტუმრებმა გააცნეს და ისაუბრნენ ქალაქ პოზნანისა და დამეგობრებული სკოლების შესახებ. შესრულდა ქართული და პოლონური ჰიმნები. პატარებმა თავიანთი ცეკვის ხელოვნებით მოხიბლეს საზოგადოება. სტუმრებმა გამოხატეს აღფრთოვანება და მადლიერება გაწეული მასპინძლობისთვის.