2024 წლის 2 აპრილს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხილვის მიზნით გაიმართა ღია სამუშაო შეხვედრა. ბატონმა გია მურღულიამ და ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ შეკრებილ საზოგადოებას დეტალაურად გააცნეს დოკუმენტის შინაარსი. საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო სსიპ – ქალაქ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-მა მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა. შეხვედრამ ჩაიარა საინტეროსოდ და ნაყოფიერად, საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ დავით მუსლიევმა, რომელმაც გამოთქვა თავისი მოსაზრებები დოკუმენტის შესახებ.მადლობას ვუხდით ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისათვის.