2024 წლის 11 თებერვლიდან -17 მარტის ჩათვლით ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე- 73 კლასის მოსწავლეები( დამრიგებელი ნ.ბუხაიძე)  ჩაერთნენ ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მიერ ორგანიზებულ პროექტში-  Teens In AI 2024.

Teens In AI-მ 2018 წლიდან მსოფლიოს 45 ქვეყნის 12 000 თინეიჯერი გააერთიანა, რათა AI-ს დახმარებით კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები ეპოვათ. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას. ორ გუნდად დაკომპლექტებულ მოსწავლეთა გუნდებს მენტორობას უწევდნენ ინგლისური ენის პედაგოგები ელეონორა ბრეგვაძე და სალომე ჭიჭინაძე.

პროექტის ორი ეტაპისგან შედგებოდა:

11 – 19 თებერვალი – მომზადების კვირა;

15 – 17 მარტი – Techathon-ის კვირა.

Teens in AI-ის განმავლობაში, გუნდებმა შეიმუშავეს და განახორციელეს პროექტები, რომელიც ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთ მიზანს და ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გადაჭრეს ამ მიზნის გარშემო არსებული პრობლემა.

პრეზენტაცია მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.

პროექტის დასასრულს მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

Teens In AI 2024

860cc445-2452-4f92-8ec3-79aba2d35543
d4211af2-ec18-43f1-ad32-c60a63e56e59
82762920-6d36-4ec2-bf70-1b390ac0c8c3
2bb42fee-0239-43ed-a365-7fd54030f5b1
afe75cac-93bf-429d-98ea-572a56deb9fa
b6a8e711-f069-413b-83c1-166980d11159
bba5c7f7-f878-4ef9-939d-2d378b7c50c2
860cc445-2452-4f92-8ec3-79aba2d35543 d4211af2-ec18-43f1-ad32-c60a63e56e59 82762920-6d36-4ec2-bf70-1b390ac0c8c3 2bb42fee-0239-43ed-a365-7fd54030f5b1 afe75cac-93bf-429d-98ea-572a56deb9fa b6a8e711-f069-413b-83c1-166980d11159 bba5c7f7-f878-4ef9-939d-2d378b7c50c2