
“მიკრობები ჩვენს გარშემო”
2024 წლის 28 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე, საკლუბო მუშაობის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “მიკრობები ჩვენს გარშემო”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის პედაგოგი ნატო კუპრავა. მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს მიკრობების ნაირგვარობაზე, დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მიკრობული ინფექციები და ისაუბრეს მათი გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ზომებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები და სკოლის მოსწავლეები.
“მიკრობები ჩვენს გარშემო”





































