ვიზიტი მე_15 ლიცეუმში
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, 2024 წლის 13 მარტს შეხვედრები გაიმართა პოზნანის მე-15 ლიცეუმში, შეხვედრა ეხებოდა ევროპულ განათლებას, იქაურ ღირებულებებს. მოსწავლეები დაესწრნენ იქ მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, აგრეთვე ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში, გაიცნენ თანატოლები და შეიძინენ უცხოელი მეგობრები.