სამუშაო ვიზიტი პოლონეთში
2024 წლის 12 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დელეგაცია ოთხკაციანი შემადგენლობით მასწავლებელი თეა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით და მოსწავლეები ანდრია გვეტაძე, ეკატერინე კანკავა და ანასტასია ბიწაძე გაემგზავრნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანში სამუშაო ვიზიტით, რომელიც დაფინანსებულია პოლონური მხარის მიერ. ისინი მონაწილეობას ღებულობენ პოზნანში გამართულ კონფერენციებში, შეხვედრებში, დეტალურად გაეცნობიან ევროპული განათლების სისტემას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ პოლონეთში მიღებული გამოცდილება გაუზიარონ თანატოლებს ჩვენს სკოლაში. შეხვედრები იმართება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლასა და ქალაქ პოზნანის მე-15 ლიცეუმთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ჩვენი სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებს მისცეს ევროპული დონის განათლება, ასევე გზა გაუხსნას მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სადაც ისინი მიიღებენ ხარისხიან განათლებას.