ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება
2024 წლის 12 იანვარს სსიპ ქ.ქუთაისის 17-ე საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით,ამავე სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეები:ანი ბელთაძე(11-2),ანანო გერაძე(11-2),ლიზი ბარბაქაძე(11-2),ნინო ამაღლობელი(11-3),ბურჯანაძე თათია(11-3),ქეთევან ქარქაშაძე(11-3),გვენეტაძე ლაშა(11-3),მარიამ მესხორაძე(10-1), ეთო ლურსმანაშვილი(10-1) ჩაერთვნენ პროექტში ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის(ConMeCo),რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით. მოსწავლეები თეორიულთან ერთად ჩაერთვნენ პრაქტიკულ აქტივობებში,რომლებიც ინფორმაციისა და ვიზუალური მანიპულაციის გადამოწმების,წყაროების გამჭვირვალობის,მოკვლევისა და ზოგადად ხარისხიანი მედია შინაარსის მანიპულაციურისაგან გარჩევის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა შეჯიბრი ქვიზის ფორმით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთის სხვადასვა სკოლის მოსწავლეები.პირველი და მესამე ადგილების მფლობელები გახდნენ ქუთაისის 17-ე საჯარო სკოლის 11-3 კლასის მოსწავლეები:(დამრიგებელი:ნათია რობაქიძე) ლაშა გვენეტაძე და თათია ბურჯანაძე.ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და საჩუქრები,ხოლო პირველი,მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ფასიანი საჩუქრები.