ინტელექტუალური შეჯიბრი მერვე კლასელებს შორის
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მერი ბრეგაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი მერვე კლასელებს შორის თემაზე – ევროკავშირი . თამაშს უძღვებოდა მე 11 კლასის მოსწავლე დავით მუსლიევი . გუნდებმა ღირსეულად ითამაშეს , დამატებით დროში შეჯიბრი გაიმართა მერვე პირველ და მერვე მეექვსე კლასებს შორის, გამარჯვება მოიპოვა მერვე პირველმა კლასმა [დამრიგებელი თამარ სანაია ] . ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს მომდევნო შეჯიბრზე !