,,უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს“
2023 წლის 9 დეკემბერს გაიმართა მასწავლებელთა XII საუნივერსიტეტო კონფერენცია ,,უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს“ კლასგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობა სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ. კონფერენცია გახსნეს და წარმართეს უნივერსიტეტის პროფესორებმა: მზია წერეთელი , ქეთევან ჭკუასელი ,რუსუდან სანაძე, მანანა მელიქიშვილი ლალი სურმანიძე , მარ მიხელაძე ეროვნული სასახლის კლუბების კოორდინატორი ნინო გედევანიშვილი – GIPA-ს პროფესორი, ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა საქართველოს რეგიონებიდან და გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს. ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის თეა ბარდაველიძის მიერ გაგზავნილი საკონკურსო თემა დადებითად შეფასდა და მოხსენებლად მიიღო მონაწილეობა. ქ-მა თეამ გაუზიარა კოლეგებს თემა აქტუალურ საკითხზე. „ მე ღირსეული, პასუხისმგებლიანი, ციფრული მოქალაქე ვარ!“, რომლის მიზანი გახლავთ ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ციფრული კომპეტენციების განვითარება და საჭირო უნარ- ჩვევების შეძენა უსაფრთხოების თვალსაზრისით. პასუხისმგებლობის გრძნობის გათავისება და თვითშეგნების გრძნობის ამაღლება, პრევენციის გზების დასახვა. ბოლოს, გაიმართა კონფერენციის შეჯამება. მოდერატორებმა განიხილეს მომხსებებელთა პრეზენტაციები. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა . მადლობა თსუ – საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის!.