სტუმრად სენაკის სამხედრო ბაზაზე
ეროვნული სასწავლო გეგმით საშუალო საფეხურის მე-12 კლასში განსაზღვრულია სავალდებულო საგნად სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: ირინა ჯინჯიხაძე, ვალიდა ურთმელიძე, ნატო კუპრავა, დარეჯან გურეშიძე) სასწავლო ექსკურსიით 2023 წლის 26 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ქალაქ სენაკის სამხედრო ბაზაზე. მოსწავლეები გაეცნენ სამხედრო ბაზაზე არსებულ ცხოვრების წესს, დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეებს. მადლობას ვუხდით თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის მასწავლებელს ბატონ დავით გორდაძეს აღნიშნული ღონისძიების უმაღლეს დონეზე ხელმძღვანელობისათვის, თავდაცვის სამინისტროს და სენაკის სამხედრო ბაზას მასპინძლობისთვის.