საქართველოს ღია პირველობა კარატეში
2023 წლის 20_21 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა კარატეში. შეჯიბრი ტარდებოდა 6 წლიდან 18 წლამდე და უფროსი ასკის მონაწილეებს შორის, აღნიშნულ შეჯიბრში 12-13 წლის ასაკობრივ ჯგუფში + 55კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა 7-5 კლასის(დამრიგებელი მანანა სოხაძე) მოსწავლემ გიორგი ნარეშელაშვილმა.14_15 წლის ასაკობრივ ჯგუფში -61 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა მისმა დამ, 9-1კლასის(დამრიგებელი ბელა გელხვიიძე) მოსწავლემ ანანო ნარეშელაშვილმა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სპორტსმენი წარმატებულია აგრეთვე სწავლაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და ანანოს როგორც სასკოლო ცხოვრებაში, ასევე სპორტულ ასპარეზზე.!