,,ევროპის დღეები 2023″
2023 წლის 19-20 მაისს ,,ევროპის დღეები 2023″-ის ფარგლებში პროექტი ,,მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ” გაიხსნა ქალაქ თბილისში. პროექტში 1800- ზე მეტი განაცხადიდან რეგიონებიდან და დედაქალაქიდან შეირჩა 60 მასწავლებელი, მათ შორის სსიპ ქუთაისის 17-ე საჯარო სკოლის ისტორია-მოქალაქეობის მასწავლებელი ხათუნა ჩხეტიანი. სემინარი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა გახსნეს. სემინარზე მომხსენებლები იყვნენ:აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახარაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი. განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამების მენეჯერი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ინგოროყვა. დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების(etwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამების მენეჯერი ხატია მატკავა. მოხდა პედაგოგების დანაწილება 4 ჯგუფად ინსტრუქტორებთან ერთად,თემებისა და საპროექტო იდეების შემუშავება და პრეზენტაციებით წარდგენა აუდიტორიის წინაშე. დასასრულს პედაგოგები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.