,,დებატები დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე”
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის მხარდაჭერით 2023 წლის 28-29 აპრილს ჩატარდა ორდღიანი ღონისძიება ,,დებატები დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე”. შეხვედრაზე წარსდგნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი -ზურაბ ხამაშურიძე- ,,საქართველო და ევროკავშირი-ურთიერთობის ისტორია და პერსპექტივები”, ასევე ექსპეეტი უსაფრთხოების საკითხებში ,,სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის”დამფუძნებელი-გიორგი ცხვიტავა-,,საქართველო და ნატო,ურთიერთობის ისტორია და პერსპექტივები”. ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის ტრენერი -დავით ძიძიშვილი,რომელმაც მოახდინა სადებატო თემის დეფინიცია და შესაბამისი ქეისის წარდგენა, გუნდების მომზადება სადებატო ფორმატში. განისაზღვრა სამომავლო გეგმა:თუ როგორ უნდა შევქმნათ დებატკლუბები და მოვემზადოთ ტურნირისათვის. ღონისძიებას ესწრებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის 17-ე საჯარო სკოლის ისტორია-მოქალაქეობის მასწავლებელი -ხათუნა ჩხეტიანი,რომელმაც საგნობრივ კათედრას გაუზიარა მიღებული გამოცდილება და დაიგეგმა დებატკლუბების შექმნა სკოლაში,რათა ჩვენს მოსწავლეებს აუმაღლდეთ ცნობიერება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,განუვითარდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.