27/04/2009
2009 წლის 27 აპრილს VI3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: ბუნება და ადამიანი – ,,მზეო, დახედე ველსა მცირეს, ყვავილმთოვარსა”.
პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გერაძე – კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ნატო კუპრავა – ბიოლოგიის მასწავლებელი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, დირექტორის I მოადგილე ვ.პატარიძე, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავჯდომარე ნ.ხაჭაპურიძე და სკოლის მასწავლებლები.
მიზანი:
• დაუსწრებლად ვიმოგზაუროთ ბუნებაში და დავუკავშიროთ მწერლების მიერ მხატვრულ ლიტერატურაში ასახულ მასალებს.
• ვნახოთ, თუ როგორ არის ასახული ფლორა, კერძოდ, გაზაფხულის პირველი ყვავილები მხატვრულ ლიტერატურაში.
• ინფორმაციის მოძიების, ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარება.
• მასალის მოძიება გაზაფხულის პირველი ყვავილების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში.
• მასალის მოძიება გაზაფხულის პირველ ყვავილებზე მხატვრულ ლიტერატურაში – ყვავილები მწერლის თვალით.
შედეგები:
• დაუსწრებლად ვიმოგზაურეთ ბუნებაში და დავუკავშირეთ მწერლების მიერ მხატვრულ ლიტერატურაში ასახულ მასალებს.
• გავიგეთ თუ როგორ არის ასახული ფლორა, კერძოდ, გაზაფხულის პირველი ყვავილები მხატვრულ ლიტერატურაში.
• გაგვივითარდა ინფორმაციის მოძიების, ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური მსჯელობის უნარი.