სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებმა ( ფიზიკა: ელისო ხარატიშვილი, ქიმია: ნინო ტაბუცაძე) განახორციელეს steam პროექტი “წებოს მიღება”. პროექტის აქტუალურობაა ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტის მიღება. ექსპერიმენტული კვლევის საქმიანობაში ჩართული იყვნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.მათგან შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი. თითოეულმა ექსპერიმენტისთვის გამოიყენა განსხვავებული ცხიმიანობის მქონე რძე( 1)სოფლის რძე მაღალი ცხიმის შემცველი, 2)2,5%-იანი და 3)1,5%-იანი ცხიმოვნების მაჩვენებლებით). თითოეულმა ჯგუფმა კვლევისთვის გამოიყენა რძე 100 სმ კუბი, თეთრი, გამოხდილი ძმარი 20 სმ კუბი( შესაძლებელი იყო ძმარმჟავას განზავებული ხსნარის გამოყენება), ფუძე – ნატრიუმის ჰიდროკარბონატი NaHCO 3_სასმელი სოდა.ექსპერიმენტის მსვლელობა მოიცავს სხვადასხვა ცხიმიანობის მქონე რძისგან წებოს რამდენიმე ნიმუშის მიღებას, რძეში შემავალი ცილა კაზეინისაგან. ამ ცილის გამოყოფა რძისგან შესაძლებელია კოაგულაციით და გამოლექვით. ამისათვის ავჭერით რძე ძმრით, მივიღეთ ნარევი აჭრილი, ხაჭოსებრი მასა და თხევადი ფაზა.ხაჭო გავანეიტრალეთ ფუძით – მივიღეთ წებო. თითოეული ჯგუფის მოსწავლეებმა წინასწარ აზომილი 100 სმ 3 ( კუბი) რძე და 20 სმ 3( კუბი) ძმარი მოათავსეს ერლენ მეიერის კოლბაში, დაამაგრეს კოლბა შტატივზე და გააცხელეს ელექტრო ქურაზე მორევის პირობებში კოშტების წარმოქმნამდე. შევწყვიტეთ გათბობა, მაგრამ მორევა გაგრძელდა მანამ, სანამ არ შეწყდა კოშტების წარმოქმნა. მყარი მასა დაილექა, ზედმეტი სითხე მოვაცილეთ დეკანტაციით. ძაბრისა და ფილტრის ქაღალდის მეშვეობით მოსწავლეებმა გამოყვეს მყარი მასა, რომელიც მოათავსეს სუფთა კოლბაში, დაასხეს 15 სმ3( კუბი) წყალი, მოურიეს მანამ, სანამ არ ნარევი არ გახდა ერთგვაროვანი. შემდეგ დაამატეს ნახევარი შპატელი კოვზი ფუძე, გზადაგზა ამოწმებდნენ ნარევის ნეიტრალობას ინდიკატორის ქაღალდის მეშვეობით, ვიდრე არ წარმოიქმნა ნეიტრალური არე. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავდა ერთ კვირას. ექსპერიმენტმა გაამართლა – მოსწავლეებმა მიიღეს წებო. ნაკლები სიმტკიცის აღმოჩნდა ცხიმიანობის დაბალი მაჩვენებლის მქონე რძისგან დამზადებული წებო. წებოს სიმტკიცე, სიძლიერე შემოწმდა ორი ჯოხის შეწებებით და სიმძიმის მიბმით.ორი ჯოხი 2სმ მონაკვეთზე წებოთი შეეწება ( მონიშნული იყო რომელი რძისგან იყო დამზადებული წებო). ორი სკამი დადგეს მოსწავლეებმა ერთმანეთისაგან 10 სმ დაშორებით და ჩამოდეს დაწებებული ჯოხები;ჩამოკიდეს სასწორის კაუჭი შეწებებული ჯოხიდან ქვედაზე შეწებების ადგილიდან რაც შეიძლება ახლოს, ამატეს ყოველ ჯერზე 10 N საწონი და იწერდნენ ძალის მნიშვნელობას. დაბალი და საშუალო ცხიმიანობის მქონე რძისგან დამზადებული წებო ნაკლები სიმტკიცით და სიძლიერით ხასიათდებოდა, ხოლო მაღალი ცხიმოვნების მქონე რძისგან მტკიცე წებო წარმოიქმნა. Steam პროექტი ” წებოს მიღება” წარმატებული აღმოჩნდა მეათე მეორე, მეათე მეოთხე და მეცხრე მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის, ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ექსპერიმენტულ საქმიანობაში, გამოიმუშავეს ნებისყოფას( თავიდან სწარაფად სურდათ საბოლოო შედეგის მიღება) მოთმინებით ამოწმებდნენ და აკვირდებოდნენ ერთი კვირის(7-8 დღის) მანძილზე მიმდინარე საკვლევ მასალებს. ასეთი აქტივობა ხელს უწყობს ჯგუფური მუშაობის, ექსპერიმენტული, კვლევითი უნარების გამომუშავებას და განვითარებას მოსწავლეებში.

 

“წებოს მიღება”

342983151_178229375154212_5586575351494032738_n
343050409_1678810672559978_7465766175977698768_n
343082341_899057538055940_9087305014568053755_n
342925951_191046070449630_4831727095768615558_n
342998036_767608015040562_4951857982123374234_n
342983151_178229375154212_5586575351494032738_n 343050409_1678810672559978_7465766175977698768_n 343082341_899057538055940_9087305014568053755_n 342925951_191046070449630_4831727095768615558_n 342998036_767608015040562_4951857982123374234_n