2009 წლის 9 მარტს შეხვედრა ცნობილ პოეტებთან რატი ამაღლობელთან და ზურაბ რთველიაშვილთან.

ქ.ქუთაისის თვითმართველობის ინიციატივით გაიმართა ხელოვნების კვირეული, აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაება №17 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი თეა სულაბერიძე.


2009 წლის 9 მარტს ხელოვნების კვირეულთან დაკავშირებით, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააკტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცნობილ პოეტებთან რატი ამაღლობელთან და ზურაბ რთველიაშვილთან, სადაც მიწვეული იყო №17 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.

პოეტებმა წაიკითხეს და გააცვნეს თავიანთი შემოქმედება დამსწრე საზოგადოებას.