გამოფენაზე ბბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში
2016 წლის 16 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ ხათუნა ჩხეტიანთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიძებულ გამოფენაზე ბბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში,
გამოფენა მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, მასზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალები, კერძოდ: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918 -1920 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო( მედალი)— თამარ მეფის ორდენი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, პრესაში გამოქვეყნებული მასალები,ნოე ჟორდანიას ( საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე) პირადი ნივთები : სამელნე, საბეჭდი მანქანა, ხელჯოხი, ასევე ნოე ჟორდანიას სავიზიტო ბარათი,გამოფენას უძღვებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, ნატო ჩადუნელი და ჯული ცხვედიანი