2013 წლის 19 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა არასამთავრობო სექტორის დელეგაცია უკრაინიდან.
სტუმრებს ქუთაისში მასპინძლობს ორგანიზაცია პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო” (ხელმძღვანელი ნანული რამიშვილი). სტუმრები გაეცნენ ქუთაისის ღირშესანიშნაობებს და ესტუმრნენ №17 საჯარო სკოლას. ჩატარდა ღია გაკვეთილები:ფიზიკაში 103 კლასი (პედაგოგი თეა ქუთათელაძე) თემა “ელექტროობა” გაკვეთილი მიმდინარეობდა ინტერაქტიური მეთოდით ონლაინ რეჟიმში.
ინგლისურ ენაში 32კლასი( პედაგოგი თეა ბარდაველიძე) თემა “Look at the animals!“
რუსულ ენაში 73 კლასი( პედაგოგი ირინა კუდრიავცევა) თემა “კვირის დღეები“.
რუსულ ენაში 91კლასი( პედაგოგი ირინა კუდრიავცევა) თემა “კინოს ისტორია“.
მუსიკაში 12 კლასი( პედაგოგი ნუნუ სეხნიაშვილი) მოსწავლეთა მიერ შესრულდა ხალხური სიმღერები.
ავტოსაქმეში 111კლასი( პედაგოგი რამაზი ხუხუა) საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება.
სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების კლუბი და გაეცნენ მის მუშაობას. კლუბი დაარსებულია სამოქალაქო განათლებისა და ოედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება PH Internatioanl –ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით). სტუმრებმა დაათვალიერეს სპორტული დარბაზები და სააქტო დარბაზი ავტოსაქმეში:საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება