2009 წლის 25 მარტს III1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელი – მანანა ორბელაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.


გაკვეთილის თემა: ,,წიფლისჩიტა”

გაკვეთილის მიზანი: ტექსტის წაკითხვა და გაგება, მხატვრული გამონათქვამების ახსნა და გაგება, სიტყვათშეთანხმების განმარტება, ეპიტეთეპის შერჩევა, კითხვების დასმა ხაზგასმულ სიტყვებზე, ზედმეტი სიტყვების გადახაზვა.

მუშაობა: ჯგუფური, წყვილებში, გუნდური, ინდივიდუალური.

თვალსაჩინოება: სახელმძღვანელო, სურათები გაზაფხულის, ჩიტების, ყვავილების, პეპლების, სქემები, ფორმატებზე დაწერილი სხვადასხვა სავარჯიშოები.

მოტივაცია: – წელიწადში რამდენი დროა?!

– წლის რომელი დროა?!

– გაზაფხულის რომელი თვეა?!

– რა მოსდის ბუნებას გაზაფხულზე?!

– საიდან ბრუნდებიან ფრინველები?!…

სიტყვის სკივრი: რას ნიშნავს სიტყვა – ,,წრიპა”; ,,წიპრია”; ,,ამოიჩინეს” ; ,,ჩადუნა”; ,,გუგულისკაბა”; ,,ბუერა”.

ტექსტის წაკითხვა: მთლიანად, ნაწილ-ნაწილ, გუნდური კითხვა, ჩემი კითხვა.

შემაჯამებელი სამუშაო: კითხვებზე პასუხის გაცემა:

ა) როგორ არის აღწერილი გაზაფხულის დადგომა?

ბ) რატომ ტიროდა წიფლისჩიტა?

გ) რამ გამოაფხიზლა წიპლისჩიტა?

დ) ეს დანგრეული ბუდე ცხადი იყო, თუ სიზმარი?

ე) სად ხდება ყველაფერი ეს?

ვ) რა ჰქნა გახარებულმა წიფლისჩიტამ?

ზ) ვის შესწირა მადლობა გახარებულმა წიფლისჩიტამ?

თ) რას გვასწავლის ეს მოთხრობა?

მუსაობა გამონათქვამებზე: ჯგუფებში

I ჯგუფი: როგორ გესმით გამონათქვამი ,,კოდალა ანგრევდა იქაურობას”?

ა) ბუდეებს ანგრევდა. ბ) ხეებს ტოტებს ამტვრევდა. გ) კაკუნით იკლებდა იქაურობას.

II ჯგუფი: ,,როგორი გაზაფხული”?

ა) მკაცრი ბ) მშვენიერი გ) ცივი

III ჯგუფი: ,,მინდორში სქელი პეპლები…”

ა) დაფრინავდნენ ბ) დასრიალებდნენ გ) დაფარფატებდნენ

IV ჯგუფი: ,,როგორი ყვავილები აქვს ატამს”?

მასალის განმტკიცება:

1) რომელი გამონათქვამი რას ნიშნავს?

შეარჩიე შესაბამისი სიტყვა და შეაერთე ხაზებით.

თავი გააქნია დაეთანხმა

თავი ჩაჰკიდა გათამამდა

თავი დაუკრა მოიწყინა

თავი აიშვა მიესალმა

თავი დაუქნია უარი თქვა

2) განმარტე რა და რა მნიშვნელობა აქვს სიტყვა ,,წვერი”?

I ჯგუფი: წიფლისჩიტა ჭადარს წვერზე მოევლო.

II ჯგუფი: მოხუცს წვერი მთლად გასთეთრებია.

III ჯგუფი: ჩამავალი მზის სხივები ეცემა მთის წვერს.

IV ჯგუფი: პასტიდან მელანი წვერში გამოდის.

3) როგორ გამოიხატება ერთი სიტყვით?

ა) ოდნავ მჟავე ბ) ოდნავ ლურჯი გ) ოდნავ გრძელი გ) ოდნავ ტკბილი

4) დაუსვით კითხვა ხაზგასმულ სიტყვებს:

I ჯგუფი: ბუჩქზე პატარა ჩიტი ზის და გალობს.

II ჯგუფი: ალუბალი თეთრი ყვავილებით მოირთო.

III ჯგუფი: პატარა დათო ეზოში თამაშობს.

IV ჯგუფი: მინდორში ლამაზი ყვავილები ამოვიდა.

შემაჯამებელი მუშაობა:

მოძებნეთ მოთხრობაში და წამიკითხეთ ის ადგილები, როგორ არის აღწერილი დანაღვლიანებული წიფლისჩითა და როგორ არის გადმოცემული მისი სიხარული.

საშინაო დავალება: ,,წიფლისჩიტა” – თხრობით.

წერითი დავალება: დაწერეთ წიფლისჩიტას სიზმარი.

შეფასება: სიტყვიერი კომენტარებით, ლამაზი გულებით და ყვავილებით კედელზე გაკვრა სპეციალურ დაფაზე.