2009 წლის 24 მარტს X4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი გეოგრაფიაში. მასწავლებელი – მაკა ბარაბაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე, მასწავლებლები – რ.ქემოკილიძე და თ.ჯავახაძე.


გაკვეთილის ტიპი: კონფერენცია (დაწყვილებული გაკვეთილი)

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეების მიერ საჭირო ინფორმაციის მოპოვება დამოუკიდებლად, პრობლემების გააზრება და მისი გადაჭრის გზების პოვნა. შემოქმედებითი უნარის წარმოჩინება, თემის გასაგებად წარმოდგენა, თემის შესაბამისად დიაგრამების, სქემების, ცხრილების და თვალსაჩინოების გამოყენება.

განსავითარებელი უნარები:

· წიგნზე და ტექსტზე მიზნობრივი მუშაობა;

· გეოგრაფიული კვლევა, ანალიზი;

· შემოქმედებითობა;

· ცხრილებისა და სქემების შედგენა;

· პრეზენტაცია.

გაკვეთილის თემა: წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები:

· წყლის თვისებები;

· წყალი დედამიწაზე დედამიწის წყლის ბალანსი;

· წყლის რესურსების გეოგრაფიული თავისებურებანი, წყლის ხარისხი.

· წყალი და ადამიანი;

· წყალი და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები;

· საქართველოს მიწისქვეშეთი;

· ეკოლოგიური პრობლემები.

გამოყენებული რესურსები:

* სახელმძღვანელო;
* რუკა;
* ფორმატი;
* მარკერი;
* ილუსტრაციები.