ვორკშოპი სოციალური მეწარმეობის შესახებ
ქ.ქუთაისის N17-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სოციალური მეწარმეობის შესახებ ვორქშოპი მოეწყო. რომელსაც უძღვებოდა მე-17 საჯარო სკოლის მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი მედეა ლომინაშვილი-ფრუიძე, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხეცურიანი გვანცა და ირინა კობახიძე.
ვორკშოპს ესწრებოდა 22 მოსწავლე, სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები. ვორკშოპის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა მონაწილეებისთვის და სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მოსწავლეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ სოციალური მეწარმეობის თემაზე მიეღოთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.
აქტივობა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში. .პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.