“მუსიკა პანტომიმის თეატრში“
2024 წლის მაისის თვეში სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-5/4 კლასში(დამრიგებელი:თამარ გოგატაძე) მუსიკის პედაგოგის მარინა დეისაძის მიერ დაგეგმილი იქნს პროექტი: “მუსიკა პანტომიმის თეატრში“.
თავდაპირველად მოსწავლეები გაეცვნენ პანტომიმის თეატრის შექმნის ისტორიას, საქართველოში პანტომიმის თეატრის ფუძემდებლის ამირან შალიკაშვილის შემოქმედებას. პროექტის ბოლოს კი დაგეგმეს საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობა: გადაიქცნენ მიმებად და თავად მოირგეს ხელოვნების ამ დიდებული დარგის წარმომადგენელთა როლი. შთამბეჭდავად გადაიღეს ვიდეო/ ფოტო მასალა, რაშიც მათ განსაკუთრებულად დაეხმარათ მუსიკა.
ამ მართლაც საინტერესო და სახალისო აქტივობამ გამოკვეთა მოსწავლეთა შემოქმედებითობა. გააფართოვა მათი თვალსაწიერი და გააღრმავა ცოდნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.