ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია 9 კვლევით მიმართულებას მოიცავდა და მიეძღვნა „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას“ და ხელს უწყობს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენას.

ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ანდრია გვეტაძემ არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლები“-ს მასწავლებელ მედეა ლომინაშვილი-ფრუიძესთან ერთად დაამუშავეს და კონფერენციაზე წარადგინეს თემა „ქუთაისი მწვანე ეკონომიკის და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციაში ჩართული ქალაქი”.

კონფერენციაში მონაწილე  12-დან – 18 წლის ჩათვლით 300-ზე მეტი  მოზარდის საკონკურსო ნაშრომიდან,  თემამ „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას“, გაიარა 2 შესარჩევი ეტაპი და 70-მდე თემას შორის წარდგენილ იქნა ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის. ნაშრომი წარმოდგენილი იქნა ფინალურ ტურში და ანდრია გვეტაძეს გადაეცა  სერტიფიკატი. მადლობა მას სკოლის წარმოჩენისთვის და ვუსურვებთ მომავალში არაერთ წარმატებას.