“წინაპარი და შთამომავალი”
2024 წლის 21 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის, ბატონი გოგა ოსაძის, ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება სახელწოდებით “წინაპარი და შთამომავალი”. პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა( პედაგოგები:მერი ბრეგაძე ნათია ბარბაქაძე , ხათუნა ჩხეტიანი, თეა ჭელიძე, მარიამ ფრუიძე,ნინო კოპალიანი ,მაკა ბარაბაძე,მადონა ღვინერია ). მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები, ისაუბრეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციის, კულტურის,მეურნეობის დარგებისა და სამზარეულოს შესახებ, შეასრულეს ხალხური სიმღერები და ცეკვები. გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა(პედაგოგები ნათია მარუაშვილი,ქეთევან დვალი). საღამო დაგვირგვინდა ლიტერატურული კომპოზიციით(ხელმძღვანელები:ნარგიზა მებურიშვილი,ნანა ხაჭაპურიძე,ნინო გეწაძე),რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი წარსულისა და მომავლის,წინაპრისა და შთამომავლის უწყვეტი,მარადიული კავშირი…ღონისძების მუსიკალურ გაფორმებას უხელმძღვანელა ესთეტიკის კათედრამ( პედაგოგები:ნათია ეგუტიძე,ეკა ალავიძე, ნონა კვარაცხელია), საინფორმაციო-ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა გიორგი საკანდელიძემ.