English Access Microscholarship Program
2024 წლის 20-21 აპრილს სსიპ ქ.ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის X-ა (დამრიგებელი ბელა გელხვიიძე) და XI-ა (დამრიგებელი იზოლდა აბაშიშვილი) კლასის მოსწავლეებმა თამარ მანაგაძემ, ეთო ლურსმანაშვილმა და მარიამ ჩოგოვაძემ წარმატებით დაასრულეს English Access Microscholarship Program (Access-2022). ამ ყოველივეს დაემთხვა პროგრამის 20 წლის იუბილე. ღონისძიება გაიმართა თბილისში, სასტუმრო Pullman-ში. მოსწავლეები დაესწრნენ პრესკონფერენციას, სადაც შეკრებილნი იყვნენ საქართველოს მაშტაბით, სხვადასხვა რეგიონებიდან პროგრამის მონაწილეები, ამერიკის ელჩი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ამ ორი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა აიმაღლეს ინგლისური ენის ცოდნის დონე, განახორციელეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სახალისო აქტივობები, მოინახულეს საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები და შეიძინეს ძალიან ბევრი და კარგი მეგობარი. ამ დროის მანძილზე გაწეული შრომისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ბოლოს კი გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროგრამის მასწავლებლებს Sophie Khvadagiani-ს და Rita Tukvadze-ს გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ამერიკის საელჩოს ამ პროგრამის განხორციელებისა და დაფინანსებისთვის. #access20years #usembassygeorgia #phinternational