წარმატებული მოსწავლე
გაიცანით, ეს ლუკა ხურციძეა, ჩვენი სკოლის V4 კლასის მოსწავლე (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე). ლუკა უსაზღვროდ არის შეყვარებული ფეხბურთზე და მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, უკვე მრავალი ჯილდოს და სიგელის ღირსეული მფლობელია. ის რვა წლიდან თამაშობს ქუთაისის საფეხბურთო კლუბ“ სერვალში“ (მწვრთნელები: ბექა ჩხეტიანი და გიორგი ციყელაშვილი) და მრავალი მოგებული მატჩის პარალელურად ბევრჯერ მიიღო „საუკეთესო თავდამსხმელის“ და „საუკეთესო ნახევარმცველის“ ტიტული. ლუკა უკვე გამოირჩევა საკუთარი, საინტერესო სათამაშო ტექნიკის ფლობით, რომელიც დიდი შრომისმოყვარეობის და სპორტის ამ სახეობისადმის ლუკას დიდი და წრფელი სიყვარულის შედეგია.სწამს, რომ გუნდურობა მოგების საწინდარია.~
– “ფეხბურთი ჩემთვის არის ბედნიერება და სიხარული“, ამაყად აცხადებს ნორჩი ფეხბურთელი, „- როცა სათამშო მოედანზე გავდივარ, ჯერ ვიძაბები, მაგრამ მაშინვე ვიხსენებ რომ მყავს საოცარი თანაგუნდელები და მეხსნება ეს დაძაბულობა“…
გზა დავულოცოთ ლუკას მისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან სპორტულ ცხოვრებაში და მრავალი წარმატება ვუსურვოთ!