ონლაინ შეხვედრა
2024 წლის 21 აპრილს მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს” ორგანიზებით (შეხვედრის ორგანიზატორი: ქალბატონი რუსუდან გალდავა; კომპიუტერული მხარდაჭერა: გიორგი საკანდელიძე) გაიმართა შეხვედრა, რომელიც ქართულ ენას მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. მათ ისაუბრეს ქართული ენის შესახებ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III (3) კლასის (დამრიგებელი: თინათინ მილორაავა) მოსწავლეები. პატარებმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს გულწრფელი ემოცია გაუზიარეს.